როდის მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე გადაწყვეტილებას კვლავ უცნობია. როგორც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა კოტე სულამანიძემ განაცხადა სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით სიახლე ამ ეტაპზე არაა.
„სააგენტოსთან დაკავშირებით სიახლე არ არის. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.
ამ ეტაპზე სააგენტოს მუშაობ კანონიდან გამომდინარე შეზღუდულია. თემა იურიდიულად სასამართლოშია გადატანილია. შეთანხმებაზე ვერაფერს ვიტყვი სასამართლოს მოლოდინში ვართ“, - განაცხადა სულამანიძემ.
შეგახსენებთ, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ეროვნულ ბანკს გასულ წელს გამოეყო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელსაც გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.