არასამუშაო საათებში დასაქმებულისთვის ელექტრონული წერილის მიწერა საფრანგეთში შესაძლოა კანონით აიკრძალოს. გასულ კვირას ქვეყნის პარლამენტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელს, რომლის კომპანიაშიც 50 და მეტი თანამშრომელია, არასამუშაო საათებში საქმიანი მეილების გაგზავნა აეკრძალებათ.
"ყველა კვლევა აჩვენებს, რომ დღეს სამსახურთან დაკავშირებული სტრესი ნორმაზე მაღალია", - განაცხადა საფრანგეთის პარლამენტის სოციალისტური პარტიის წარმომადგენელმა. "შეტყობინება მობილურ ტელეფონზე და ელექტრონული წერილი მოქალაქეების კოლონიზებას ახდენს", - ციტირებს Washington Post ბენოიტ ჰამონის გამოსვლის სიტყვებს.
კანონპროექტის მიხედვით, აკრძალვა გავრცელდება, როგორც არასამუშაო საათებზე, ასევე დასვენების დღეებსა და დღესასწაულებზე.