Home
Category
TV Live Menu

საფრანგეთში გზებზე დამონტაჟებული მზის პანელებით, 5 მილიონი მომხმარებელი ელექტროენერგიით მომარაგდება

5777d05ccde20
BM.GE
02.07.16 18:27
1143
საფრანგეთის გზატკეცილებზე 621 მილზე მზის პანელების დამონტაჟება მოხდება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი დოლარი იქნება და მის დასრულებას 5 წელი დასჭირდება.

პირველად მსგავსი პანელები გზაზე იაპონიაში დამონტაჟდა.

საფრენგეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, პანელები არ დაზიანდება არც წვიმის და არც თოვლის შემთხვევაში.

გამოცემა architecturaldigest წერს, რომ აღნიშნული გზის დასრულების შემდეგ, საფრანეთს 5 მილიონი მომხმარებლის მომარაგება აქვს დაგეგმილი განახლებადი ენერგიით.

მზის ენერგიის გენერირებისთვის საჭირო პირველი პანელების დამონტაჟება იგეგმება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურის გზატკეცილზეც, სადაც მზის ენერგიით მიღებული ელექტროენერგიის გასამმაგებაა დაგეგმილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day