Home
Category
TV Live Menu

საფრანგეთში მსოფლიოში პირველად, მზის პანელებიანი საავტომობილო გზა გაიხსნა

585cd96c8ae6d
BM.GE
23.12.16 11:58
1189
საფრანგეთში მსოფლიოში პირველი მზის პანელებიანი საავტომობილო გზა გაიხსნა. 1 კილომეტრზე განთავსებული მზის პანელებით გამომუშავებული ელექტროენერგია ქუჩის გარე განათებებს მოხმარდება. პანელები 2 წლის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმუშავებენ და თუკი პროექტი გაამართლებს, ხელისფლება აღნიშნულ გზაზე გამავალი სოფლის 3000-ზე მეტ მცხოვრებს განახლებად ენერგიას მიაწვდის.

პროექტისთვის 5,2 მილიონი დოლარი დაიხარჯა. სამომავლოდ საფრანგეთში მზის პანელებიანი გზების გაფართოვებას გეგმავენ.

საავტომობილო გზაზე დამონტაჟებული მზის პანელები ნაკლებ ენერგიას გამოიუშავებენ, ვიდრე ეს მათი სახურავზე დამონტაჟების შემთხვევაში ხდება და მისი ღირებულებაც გაცილებით ბევრია.

Subscribe to our news

Get the main news of the day