Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საგადასახადო შეღავათები აგრო და ღვინის ტურიზმისთვის - გავლენა ბიზნესზე

BM.GE
30.06.23 17:07
93
საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" უნდა შევიდეს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, შეღავათით მხოლოდ ის პირები ისარგებლებენ, რომელთა წლიური შემოსავალი 500 ათას ლარს არ აღემატება და ის 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება. “ტურიზმის შესახებ ახალი კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, აგროტურიზმი გულისხმობს ფერმერულ მეურნეობაში განხორციელებული ტურისტულ საქმიანობას, რომელიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიწოდებას და მასთან დაკავშირებულ აქტივობას. ცვლილებები მიღების შემთხვევაში საგადასახადო შეღავათები 2025 წლის ივლისიდან ამოქმედდება. ავტორების შეფასებით, სავარაუდო წლიური ჯამური დანაზოგი, რომელსაც აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სფეროში მონაწილე ბიზნესი მიიღებს 2022 წლის მონაცემების დათვლის მიხედვით, თითქმის 312 ათას ლარს შეადგენს.

სტუმარი: ნინო ზამბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე;

Subscribe to our news

Get the main news of the day