ჯამში 3 მილიარდ ლარამდე 100–ზე მეტი საგადასახადო შეღავათია, რომელიც შეიძლება გაუქმდეს – მაგალითად, აი ამ ტიპის: იმ პირის 3 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, რომელსაც მინიჭებული აქვს "ქართლის დედის" საპატიო წოდება, გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. საგადასახადო შეღავათი ძალაშია 1997 წლიდან. მიზანი - სოციალური პოლიტიკა ოჯახების ხელშეწყობისთვის.
რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს შეღავათი, რომელიც 1997 წლიდან უცვლელად არსებობს და მიზანს 25 წლის განმავლობაში იმდენადაც ვერ მიუახლოვდა, რომ მისი შემცირება მაინც ყოფილიყო შესაძლებელი? ან იქნებ – უბრალოდ გვავიწყდება, რომ ასეთი შეღავათები საერთოდ არსებობს?
ამ თემებზე ვიმსჯელებთ დღეს იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც შეღავათების გაუქმებაზე საკმაოდ ბევრს მუშაობს – ბექა ლილუაშვილი იქნება დღეს ანალიტიკა–ს პირველი სტუმარი.
სტუმარი: ბექა ლილუაშვილი - პარტია „საქართველოსთვის“, დეპუტატი.