Home
Category
TV Live Menu

"საგადასახადო შეღავათებმა HeliSki Georgia-ს ტურისტული პაკეტები გაუიაფა"

5a9bcaadbac08
მაია ბიწაძე
04.03.18 11:00
870
"ჰელისკი ჯორჯიამ“ პრემიუმ პაკეტებთან ერთად ეკონომკლასის პაკეტების გაყიდვა დაიწყო, რისი საშუალებაც მას იმ საგადასახადო შეღავათებმა მისცა, რაც მთავრობამ შიდა ავიაციის განვითარების მიზნით გასული წლის ზაფხულში აამოქმედა. როგორც ,,ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, ვატო ასათაშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, საგადასახდო შეღავათებმა, კომპანიას საშუალება მისცა ტურპროდუქტი 20-21 %-ით გაეიაფებინა და ბაზარზე ახალი საფასო სეგმენტი აეთვისებინა, რამაც ტურისტების რაოდენობა 30%-ით გაუზარდა.

"საგადასახადო შეღავათების დაწესებამ ჩვენს ბიზნესზე პოზიტიურად იმოქმედა, პირველი ეს იყო შიდა ავიაციის გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან, რის შემდეგაც აღარ გვიწევს დღგ-ს 18%-ის გადახდა და მეორე, საავიაციო საწვავზე მოიხსნა ასევე დღგ-ს და აქციზის გადასახადი, რამაც საწვავის ფასი 30-35%-ით გაგვიიაფა. მთავრობის ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო გადამზიდავები და ჩვენ, შიდა ავიაციის წარმომადგენლები, თანაბარ პირობებში ჩავდექით, რაც დარგის განვითარებისთვის ძალიან კარგია.

ვინაიდან ხარჯი შეგვიმცირდა, ჩვენ შევძელით თვითღირებულების შემცირება და ბაზარზე იაფიანი პაკეტებით შემოვედით, რაც ადრე საერთოდ არ იყო; ეს მოიცავს ერთდღიან და ნახევარდღიან შეთავაზებებს, რომლის ღირებულებაც 500-დან 900 ევრომდეა; აქამდე ვმუშაობდით მხოლოდ პრემიუმ სეგმენტზე, ვგულისხმობ ერთკვირიან ტურისტულ პაკეტებს, რომელიც 7 ათასი ევრო ღირდა და სამწუხაროდ მომხმარებელს არ ჰქონდა სხვა არჩევანის საშუალება. ამ პაკეტებში შედის ყველაფერი: სერვისი თბილისი აეროპორტიდან - თბილისის აეროპორტამდე, ანუ კურორტამდე ტრანსპორტირება , განთავსება, კვება, სრიალი, ვერტმფრენი და სხვა „ - განუცხდა Bm.ge-ს ვატო ასათაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეკონომ პაკეტებზე მოთხოვნა მაღალია, ამიტომ გაიაფებამ მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. არსებულმა ვითარებამ, კომპანიას საშუალება მისცა, კიდევ ერთი ბორტი დაემატებინა და ,,ჰელისკი ჯორჯია“ ტურისტებს ამჟამად უკვე სამი ვერტმფრენით, კერძოდ, ხუთ ადგილიანი ,,ევროკოპტერი AS 350 „- ით ემსახურება.

"ჰელისჯკი ჯორჯიას“ ტურისტები ყაზბეგის რაიონში გადაჰყავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day