Home
Category
TV Live Menu

საგადასახადო უწყება რადიო მაესტროს ამოწმებს - "ციხეში რომ ჩაგვალპონ "მაესტროს" წილს არ გავყიდით არც მე და არც ეკა აკობია"

58494ef3b8770
BM.GE
08.12.16 14:23
1341
საგადასახადო უწყება რადიო მაესტროს შემოწმებას ახორციელებს. როგორც მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს, შემოწმება მისი და ეკა აკობიას დაშინებას ემსახურება, ტელეკომპანია მაესტროში წილების გაყიდვის სანაცვლოდ.

„ალბათ ერთადერთი სოლიდური მედია ორგანიზაცია რომელშიც საგადასახადომ შემოწმება დაიწყო არის რადიო “მაესტრო“ რომლის საკონტროლო პაკეტს ვფლობ მე, ასევე მე ვარ დირექტორიც. ეს შემოწმება უნდა დამთავრებულიყო დეკემბერში მაგრამ გააგრძელეს თებერვლამდე. მაქვს ეჭვი რომ სიტუაციას დაგვიძაბავენ და შემოვლენ ჩვენს ოფისში დაიწყებენ ქექვას და დაშინებას. ნეტავ რას ეძებენ მედიაში . ახლა კი ჩემი ვარაუდი იმაზე თუ რატომ აკეთებენ ამას. რადიო “მაესტროს“ ყავს ორი მესაკუთრე მე და ეკა აკობია. ასევე მე და ეკა აკობიას გვაქვს წილი ტელეკომპანია “მაესტროში“ რომლის გაყიდვასაც დღემდე ითხოვენ სახელისუფლო “მოურავები“ ჩემი ვარაუდოთ ამ გზით აპირებენ ჩემი და ეკას დაშინებას, რომ გავყიდოთ ტელეკომპანია “მაესტროს“ წილები. თუ ასე არ არის იქნებ გამოაქვეყნოს საგადასახადო ორგანოებმა ინფორმაცია იმაზე თუ რომელი დიდი მედია საშუალება შეამოწმეს ბოლო წლებში. P.S.ციხეში რომ ჩაგვალპონ `მაესტროს` წილს არ გავყიდით არც მე და არც ეკა”, - წერს ღლონტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day