იურიდიული კომპანია "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" პარტნიორი და ფინანსისტი, ეფრემ ურუმაშვილი საგადასახადო ამინისტიის იმ ვერსიას, რაც მთავრობამ ბიზნესს შესთავაზა დადებითად აფასებს, თუმცა თვლის, რომ მისი წელს ამოქმედებით ქვეყანა შანსს მისცემდა ისედაც მოლოდინის რეჟიმში მყოფ ბიზნესს საარჩევნო წელს გააქტიურებულიყვნენ, რაც მომავალი წლისთვის მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე გასვლის წინაპირობა გახდებოდა.
"მოცემულ ბიზნესზე ჯარიმა-საურავების და საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერა ეკონომიკურ ზრდაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს. თუ ჩვენ საგადასახადო ამნისტიას განვახორციელებთ, რომელიც საგადასახადო ჯარიმებისა და ვალდებულებების ჩამოწერას მოიცავს, პირობითად 2012 წლის ბოლომდე ან 2013 წლის ბოლომდე და საგადასახადო ძირი ვალდებულებების გამოსყიდვას დისკორტით ერთიდან ხუთ პროცენტამდე ოდენობით, - ეს უშუალოდ შეეხება იმ აქტიურ ბიზნესს, რომელიც დღეს არის საქართველოში და რომელიც უშუალოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილს წარმოადგენს", - აღნიშნავს ეფრემ ურუმაშვილი.