Home
Category
TV Live Menu

საგამოძიებო სამსახური "ბადაგონის" საქმეზე დამატებით განმარტებას აკეთებს

5a7b1c2148ffa
BM.GE
07.02.18 19:31
981
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კომპანია "ბადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებას აკეთებს.

„საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შპს "ბადაგონის“ სათაო ოფისში და არა უშულოდ საწარმოებში. შესაბამისად, აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიებები ხელს არ უშლის წარმოების პროცესის მიმდინარეობას.

ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კონკრეტული გარემოებების შესწავლის და დადგენისთვის საჭირო დოკუმენტების და ელექტრონული ინფორმაციის ამოღება, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს წარმოების შეჩერებასთან.

აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია კომპანიას მიაწოდოს ყველა ამოღებული დოკუმენტის ასლი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day