Home
Category
TV Live Menu

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

59c7c429d913a
BM.GE
24.09.17 18:40
762
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქემდებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ქვემო ხოდაშენში.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამდებობრივი უფლება–მოვალეობების შესრულებისას, ყურძნის წარმომავლობასთან დაკავშირებული ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ერთ–ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6–დან 9–წლამდე ვადით.

Subscribe to our news

Get the main news of the day