Home
Category
TV Live Menu

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო კონიაკის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

595de6d357dbd
BM.GE
06.07.17 11:26
750
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - კონიაკის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, მხილებული იქნა ერთი პირი.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა 14 000 ლარის საფასურად 2004 ბოთლი უაქციზო კონიაკის IVERIONI რეალიზაცია მოახდინა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.

Subscribe to our news

Get the main news of the day