Home
Category
TV Live Menu

საგამოძიებო უწყების მიერ "ჯორჯიან მანგანეზის" ადვოკატის დაკავების ფაქტზე კომპანია დამატებით მოკვლევას აწარმოებს

5811e95a4b775
BM.GE
27.10.16 15:46
960
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე შპს "ჯორჯიან მანგანეზის" იურისტი, მირიან ბიჭიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, რითაც გარემოს მიადგა 350 მილიონ ლარზე მეტი ზიანი, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემულ იქნა იურიდიული პირი შპს „ჯორჯიან მანგანეზი“.
როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზაქარია ზალიკაშვილმა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა, მათ ფინანსთა სამინისტროს უწყებასთან არაერთი კითხვა აქვთ. კერძოდ, როგორც ზალიკაშვილი აცხადებს, სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალაში მოსყიდვის ფაქტი არ ფიქსირდება.
„ჩვენი კომპანია გარემოს დაცვის სამინისტროსთან სასამართლოში დავას აწარმოებს. აღნიშნული სამინისტრო ჩვენ 355 მილიონს გვედავდება. აღნიშნული ჯარიმა სპეციალისტებში კითხვებს ბადებს. სამთო ინსტიტუტი ერთ-ერთიო ადგილობრივი დაწესებულებაა და ჩვენ მივმართეთ მათ რომ დაედოთ საექსპერტე დასკვნა აღნიშნულ საქმეზე. მათთან გაფორმდა ჩვეულებრივი ხელშეკრულება. იქ დამატებით გადახდაზე საუბარი არ ყოფილა და ჩვენთვის მოულოდნელი იყო ფინანსთა სამინისტროს ეს ბრალდება, მითუმეტეს იმ ადვოკატის მიმართ რომელიც კონკრეტულად ამ დავაში მონაწილეობას არ იღებს.

ჩვენი კომპანია დავაშია ფინანსთა სამინისტროსთანაც და მირიან ბიჭიკაშვილი სწორედ ამ დავაშია ჩვენი ადვოკატი.

კიდევე ერთი გარემოება ისაა, რომ ჩვენმა იურისტებმა მიიღეს სტენოგრამა იმ ჩანაწერზე რომლის მიხედვითაც სამინისტრო ასკვნის მოსყიდვის ფაქტს და არცერთ მონაკვეთში მსგავსი რამ არ ჩანს.

ჩვენი კომპანია დამატებით მოკლვლევას აკეთებს ამ ფაქტზე და იმედია მალე ყველაფერი გაირკვევა“, - განმარტავენ კომპანიაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day