Home
Category
TV Live Menu

საგარეჯოს რაიონში მეფრინველეობის საწარმო ამოქმედდა

59a8ff3583838
BM.GE
01.09.17 10:30
708
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის საწარმო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, - შპს "ნინოწმინდა 1", რომელიც "ერთიანი აგროპორექტის" ფარგლებში შეიქმნა, დღეს შეღავათიანი აგროკრედიტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ, კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან ირაკლი შიოშვილთან ერთად დაათვალიერა.

შპს "ნინოწმინდა 1" მეფრინველეობის ფერმაში 40,000 ფრთა ქათამია რომელიც ყოველდღიურად 24,000 კვერცხს აწარმოებს. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე.

კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 250 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მთლიანი თანხა შეღავათიანი აგროკრედიტია.

"2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში შეიქმნა 53 ახალი საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის",- ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.


Subscribe to our news

Get the main news of the day