Home
Category
TV Live Menu

საგარეო უწყება იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

5815b54f25c4f
BM.GE
30.10.16 12:50
1080
იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქ. რომში საქართველოს საელჩოში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.

"მოვუწოდებთ იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას.
შეგახსენებთ, რომ დღეს იტალიის ცენტრალურ ნაწილში კვლავ დაფიქსირდა ძლიერი მიწისძვრა. მიწისქვეშა ბიძგებმა რიხტერის შკალით 6.6 მაგნიტუდა შეადგინა", - განმარტავენ უწყებაში. 

Subscribe to our news

Get the main news of the day