Home
Category
TV Live Menu

საგურამოჰესი ექსპლუატაციაში შედის

57e5334ddd903
BM.GE
23.09.16 17:49
1025
საგურამოჰესი საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში 25 სექტემრიდან ჩაერთვება.

ახალი ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი კვირას, 25 სექტემბერს, 13:00სთ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში გაიმართება.

GWP-ს ცნობით, აგრეგატის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 32 მლნ.კვტსთ.

ახალი ჰესი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტიაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day