Home
Category
TV Live Menu

"საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, დაჯარიმებულთა კლება პატრულის კონტროლის შესუსტებაზე მიუთითებს"

5956617b8c8b4
BM.GE
30.06.17 18:33
790
2014 წლიდან, ქვეითად მოსიარულის და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევისათის გათვალისწინებული 3 ლარიანი ჯარიმა 10 ლარამდე გაიზარდა.

IDFI-ის ცნობით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ სამართალდაღრვევისათვის 2013 წელს დაჯარიმდა 37 273 პირი, 2014 წელს - 19 547 პირი, 2015 წელს - 27 978 პირი, ხოლო 2016 წელს - 12 512 პირი. 2014 წელს წინა წელთან შედარებით, დაჯარიმებულთა რაოდენობის განახევრება შესაძლებელია დავუკავშიროთ სანქციის გამკაცრებას. თუმცა, მომდევნო წლებში უცვლელი სანქციის პირობებში, დაჯარიმებულთა არსებული ტენდენციები, ცალსახად საპატრულო პოლიციის მიერ ამ სამართალდარღვევის არათანმიმდევრული კონტროლის პოლიტიკაზე მიუთითებს.

„2013-2016 წლებში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით განპირობებული შემთხვევები, რომელსაც მოყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ყოველწლიურად იმატებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტოსატრანსორტო საშუალებების ყოველწლიურ მატებასთან ერთად, უფრო და უფრო ხშირდება მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევები. ამის ფონზე, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, საგზაო მოძრაობის იმ წესების დარღვევისთვის, რომელზეც არ დამდგარა მსგავსი შედეგი (ქონების ან ადამისნი სხეული სმუბუქი დაზიანება), დაჯარიმებულთა რაოდენობის მნიშნელოვანი კლება ცალსახად საპატრულო პოლიციის კონტროლის შესუსტებაზე მიუთითებს“, - განმარტავენ IDFI-ში.



Subscribe to our news

Get the main news of the day