Home
Category
TV Live Menu

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 32 მილიონი შევიდა

59a33a5f7f762
BM.GE
28.08.17 10:00
840
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების სახით ბიუჯეტში 32 მილიონ 328 ათასი ლარი შევიდა. ეს თანხა ჯარიმებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მიმდინარე წლის 7 თვეში ჩაირიცხა. აქედან 12 მილიონ 935 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა იყო, 19 მილიონ 393 ათასი კი ტერიტორიული ერთეულიდან მიღებული შემოსავალი.

ბიუჯეტმა 7 თვეში 5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების წესების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან.

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალმა უბილეთო მგზავრობის გამო ჯარიმებიდან 323 ათასი ლარი შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day