თეგეტაში გასულ უქმეებზე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დღე გაიმართა. „თეგეტა ქონსთრაშენ ექვიფმენთი“ უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის Fayat group-ის წევრი კომპანიების ბომაგი (Bomag), მარინისა (Marini) და ტეკფალტის ( Tekfalt) ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ახალი ბრენდების პორტფელში დამატებით, „თეგეტა ქონსთრაშენ ექვიფმენთი“ მომხმარებელს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრს სთავაზობს.