Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია - პასუხობს თუ არა სამოქმედო გეგმა გამოწვევებს?

BM.GE
11.07.22 17:15
255
საქართველოში ხშირია საგზაო მოძრაობის უხეში დარღვევები. კერძოდ, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად გზებზე სულ უფრო მეტი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა ფიქსირდება. მაგალითად, 2020 წელს ადმინისტრაციული სამართალდარვევის შესაბამისად 31 552 ავტოსაგზაო სემტხვევა მოხდა, 2021 წელს კი 39 288. რაც შეეხება დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობას, 2020 წელს 6640 აცდამინი დაშავდა, 450 გარდაიცვალა, 2021 წელს კი დაშავებულთა რაოდენობამ 7705 შეადგინა, გარდაიცვალა 449 ადამიანი. საგაზო უსაფრთოხების პრობლემა, რომ მწვავე გამოწვევაა ქვეყნისთვის სტატისტიკაც აჩვენებს და ჩვენც არაერთხელ დავუთმეთ თემას დრო. დღეს ვისაუბრებთ, საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა. ძირითადად მის შესაბამისობა არსებულ გამოწვევებთან მიმართებით. 

სტუმრები: გელა კვაშილავა - გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში;
ეკა ლალიაშვილი - “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე;

Subscribe to our news

Get the main news of the day