Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საჰაერო სივრცის გახსნა რეგულარული ფრენებისთვის

BM.GE
02.11.20 11:45
558
საქართველოდან 10 მიმართულებით რეგულარული რეისები აღდგა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ გასულ თვეში მიიღო. ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში 19 ოქტომბერს შევიდა. კერძოდ, ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით, პირველი ნოემბრიდან რეისები აღდგება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან შემდეგ ქალაქებში: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი და მილანი, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან - კატოვიცეს, ვილნიუსისა და დორტმუნდის მიმართულებებით. ცნობისთვის, 2020 წლის 13 ივლისიდან შეზღუდვა მოხსნილია იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით, ხოლო 1 ოქტომბრიდან აღდგა ფრენები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის. 

სტუმრები: გიორგი მოლოდინაშვილი - საავიაციო საკონსულტაციო ცენტრი, ხელმძღვანელი;

ზვიად ჩხარტიშვილი - ექსპერტი ავიაციის საკითხებში

Subscribe to our news

Get the main news of the day