Home
Category
TV Live Menu

საჰაერო ტაქსით თბილისიდან ძირითადად ერევანში, ბათუმსა და მესტიაში დაფრინავენ

594a6d4d373e1
სალომე მეცხვარიშვილი
21.06.17 16:58
924
საჰაერო ტაქს "ავიატორზე" მოთხოვნა ძირითადად სამი მიმართულებით ფიქსირდება, ესენია: ბათუმი, მესტია და ერევანი. ამის შესახებ ინფორმაცია "საქმის კურსს" "აჭარა ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ოთო ბერიშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, ერევნის მიმართულებით ფრენების დამკვეთები 100%-ით ბიზნესის წარმომადგენლები არიან და ამ კუთხით საკმაოდ დიდი მოთხოვნა ფიქსირდება.

რაც შეეხება ბათუმს, დაკვეთების ნახევარი აქაც ბიზნესსექტორზე მოდის, ნახევარი კი ტურისტებზე. დამკვეთები როგორც უცხოელები, ასევე ქართველები არიან.

მესტიის მიმართულებით კი საჰაერო ტაქსი 100%-ით ტურისტულ დაკვეთებზე მუშაობს. ტაქსით გადაადილდებიან როგორც უცხოელი, ასევე ადგილობივი ტურისტები.

კომპანია საჰაერო ტაქსისთვის აეროდრომის მშენებლობაას ყაზბეგში აპირებდა, თუმცა, როგორც ოთო ბერიშვილი ამბობს, ამ ეტაპზე პროექტი შეჩერებულია, რადგანაც „აჭარა ჯგუფი“ სხვა მიმართულებებზე მუშაობს.

„აჭარა ჯგუფის“ საჰაერო ტაქსებმა ფუნქციონირება 2017 წლიდან დაიწყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day