თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ნაწილობრივ შეწყვიტა საქმის წარმოება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელზე, მოპასუხეების სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
მხარეთა შორის დავის საგანს ორი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომელთა თანახმადაც, თბილისში, კოჯრის ახალ გზაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური სასტუმრო-კომპლექსის „სოლოლაკის ბაღების“ და „სოლოლაკის მაღლობის“ მშენებლობის ნებართვები გაიცა.
საიაში განმარტავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ შეწყვიტა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმის განხილვა მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც "პანორამა თბილისის“ პროექტის - "სოლოლაკის მაღლობი“ და "სოლოლაკის ბაღები“ სამშენებლო ნებართვების ბათილად ცნობას ეხებოდა.
"სასამართლომ ჩათვალა, რომ საია-ს გასაჩივრების ვადები გასული ჰქონდა. თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ გასაჩივრების ვადები დაცული იყო.
საია მიიჩნევს, რომ პროცედურების დაუცველობის მოტივით სარჩელის განხილვაზე უსაფუძვლოდ უარის იწვევს პროცესის გაჭიანურებას, რაც საქმის არსებით განხილვას აჭიანურებს.
დღეს მიღებულ განჩინებას საია სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", - განმარტავენ საიაში.