"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საქართველოს თვითმმართველი ქალაქების საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებების პრობლემების შესახებ კვლევა ჩაატარა, რომლის დეტალებზეც "ბიზნესკონტაქტთან“ "საიას“ იურისტი სულხან სალაძე საუბრობს.
- კვლევაში რა სახის პრობლემატიკაა გამოკვეთილი და როგორია თქვენი რეკომენდაცია?
- ბოლო სამ წელში, დაფინანსების რესურსი ამ საწარმოებისა ყოველწლიურად პრაქტიკულად იზრდება და ამ დროს ეფექტიანობის გაზომვა არავის ჩაუტარებია და არ მოუხდენია რას ვღებულობთ. მთავარი რეკომენდაცია, არის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, ვინაიდან ინდივიდუალურად თითოეულ თვითმმართველ ქალაქზე უნდა მოხდეს ამ დოკუმენტის შემუშავება. ვფიქრობ, რომ ეს არ არის შესაძლებელი, ძალიან გაუჭირდებათ იგივე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, რომ ამ ტიპის პოლიტიკის ეფექტური დოკუმენტი შექმნან მათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად სახელმწიფომ განსაზღვროს გარკვეული თამაშის წესები, ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ იგივე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საწარმოების რაოდენობას ამცირებს და ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია.
- საინტერესოა საწარმოების ტიპი, რა სახის საწარმოებზე ჩატარდა კვლევა და რა ნაკლოვანებებს ხედავთ?
- ამ საწარმოების დიაპაზონი ძალიან დიდი და ფართოა. ეს იწყება კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული საწარმოებით და ეს შეიძლება მიბმული იყოს კულტურასთან, სპორტთან და ეს ძალიან დიდია და ესეც არის პრობლემა, რომ ხედვა სად შეიძლება იყოს და ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დიდი ის სფეროები, რომელშიც თავისუფლად შეიძლება კერძო სექტორი ოპერირებდეს.
ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ რეალურად ამის დათვლაც არ მომხდარა, თუ კი ამის გაკეთებას კერძო სექტორს შესთავაზებენ ეს რა დაუჯდებათ.
- პრობლემები დიდია, საიდან იღებს ეს სათავეს და ამ ყველაფერს გამოხმაურება თუ მოჰყოლია?
- პირველად მოხდა საქართველოში, რომ ანტიკორუფციულ სტრატეგიაში სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების თემა ჩაიდო, როგორც ერთ-ერთი აქტივობა. საწარმოთა რაოდენობის შემცირება გამოსავალი არ არის, ვინაიდან სერიოზული პრობლემა დარჩენილ საწარმოებშიც შეიძლება იყოს და ეს რაოდენობას შეამცირებს და არა იმ პრობლემებს, რომელიც აქ დგას. მაგალითად, დღემდე საქართველოში ნორმალურად არ განხორციელებულა არც ერთი საწარმოს დირექტორის კონკურსის წესით შერჩევა, თან, როდესაც საუბარია დიდ საწარმოებზე, თუნდაც “საქართველოს ფოსტა", ან "საქართველოს რკინიგზა" რომლებიც ძალიან დიდი საწარმოებია. წარმატებული მომგებიანი საწარმოები "საპარტნიორო ფონდმა" წაიღო და თავისი ქოლგის ქვეშ გააერთიანა. საწარმოების ნაწილი თვითმმართველობებს გადასცეს და ამ დროს მომგებიან საწარმოს არავინ არ გადასცემს სხვა თვითმმართველობას, ცენტრი რატომ დაუთმობს თუ კი ის მომგებიანია. მეორე მხრივ, თუ საწარმო წამგებიანია რაში სჭირდება თვითმმართველობას, ის მის რეაბილიტაციას და გააქტიურებას როგორ მოახდენს, თუ კი მის დაყოფასა და გაძლიერებას ცენტრი ვერ უზრუნველყოფს.
სახელმწიფოს არ აქვს ხედვა საწარმოები ზუსტად რა სფეროში სჭირდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში 12 თვითმმართველ ქალაქს თუ ავიღებთ, გადარიცხული თანხები, რომელზეც ისინი ოპერირებენ 700 მილიონ ლარამდე არის და ქონება, რომელსაც ისისნი ფლობენ 613 მილიონი ლარისაა - ეს იქნება საკუთრებაში თუ დროებით სარგებლობაში. ამ დროს საქართველოში არავინ ზომავს ამ ქონების და ფინანსების გამოყენება რამდენად რაციონალურად ხდება. სინამდვილეში ჩვენ მუდმივად ვზრდით დაფინანსებული ქონების გადაცემას და შემდეგში რას ვღებულობთ, ეს არავინ იცის.