Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საინვესტიციო პროგნოზები 2023-2024 - მსოფლიო ბანკი

BM.GE
13.01.23 14:55
164
მსოფლიო ბანკმა 2023 წლის პირველი გლობალური ეკონომიკის პროგნოზები გამოაქვეყნა. როგორც ყოველთვის დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია და ბევრი თავისგან შედგება, თუმცა დღეს მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო კონკრეტულად საინვესტიციო პროგნოზებზე. 

ამ თავში 4 ძირითადი მიგნებაა გამოკვეთილი. კერძოდ: 
პირველი: გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ინვესტირების ტემპის აღდგენა ნელა მიმდინარეობს. ამის მიზეზი კოვიდ–19–ის პანდემიაც გახდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, პანდემიის გრძელვადიანი ეფექტების და რუსეთ–უკრაინის ომის გავლენით, ინვესტირების ტემპი ისევ შემცირებული იქნება. ეს ეხება როგორც კერძო ისე საჯარო ინვესტიციების ზრდას.

მეორე: მსოფლიო ბანკის შეფასებით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, რეგიონში ინვესტიციების ზრდას ძირითადად კაპიტალური პროექტების დაფინანსება განაპირობებდა, ვიდრე რეალური კერძო ინვესტიციების ზრდა. იმისთვის, რომ სწორედ რეალური ინვესტიციების ზრდა დაჩქარდეს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, აუცილებელია საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებული რეფორმების გატარება. 

მესამე: ინვესტიციების ზრდა რეგიონში 2022 წელს დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო 2000–2021 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჩინეთის გამოკლებით, შემცირების მაჩვენებელი 0.5 პროცენტული პუნქტია. EMDE რეგიონის ყველა ქვეყნისთვის პროგნოზი საერთოა – 2024 წელს ინვესტიციების ზრდის ტემპი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ინვესტიციების ზრდა პანდემიამდელ ტრენდს დაუბრუნდეს. 

რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ტემპი დაჩქარდეს: მსოფლიო ბანკი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაა – ამისთვის კი შესაძლოა საჭირო გახდეს ხარჯების გაანალიზება, სუბსიდიების შემცირება, საჯარო ინვესტიციების ეფექტიანობის გაზრდა და შემოსავლების შეგროვების გაძლიერება. მსოფლიო ბანკი აქცენტს აკეთებს ასევე სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობაზე – ინსტიტუციური რეფორმების, რომლებმაც უნდა გააძლიეროს საკუთრების დაცვა, გააუმჯობესოს კორპორაციული მართვის პრაქტიკა, გაამარტივოს ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციები, გაზარდოს შრომის ეფექტიანობა და განამტკიცოს ფინანსური ინსტიტუტები.

სტუმრები: ნიკა კაპანაძე - PMC Research Center-ის მკვლევარი;
ქეთი ბოჭორიშვილი - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე;
სანდრო ჭუმბურიძე - EUGBC-ის გენერალური მდივანი;





Subscribe to our news

Get the main news of the day