მობილურმა ოპერატორებმა გაძვირებული ტარიფები საჯარო მოხელეებისთვის უკვე აამოქმედეს. ,,მაგთის” აბონენტებმა შესაბამისი შეტყობინებები კომპანიისგან , კონსოლიდირებული ტენდერის შედეგების გამოქვეყნებისთანავე მიიღეს. შეტყობინებაში ასევე მითითებულია, რომ აბონენტებს ამ ტენდერის ფარგლებში ადრე შეძენილ ინტერნეტ-პაკეტებზე არსებული მეგაბაიტებიც გაუუქმდათ. ახალი ტარიფების ძალაში შესვლა bm.ge-ს ჯეოსელშიც დაუდასტურეს.
ახალი პირობებით, 260 ათასამდე საჯარო მოხელეს კორპორატიული ნომრებით სარგებლობისას უკვე 1 ლარიანი სააბონენტო გადასახადის გადახდა მოუწევთ. ეს კი სამივე მობილური ოპერატორისთვის წელიწადში 3 მილიონ ლარზე მეტი გარანტირებული შემოსავალია. საჯარო მოხელეებს, ასევე აღარ ექნებათ უფლება სატელეფონო ნომრები ოჯახის წევრებისთვისაც აიღონ. ცვლილება ეხება მობილური ინტერნეტის ტარიფებს და პაკეტების მოცულობასაც. კერძოდ პირველი ჩაშლილი ტენდერის პირობებით 1 GB-2,99 ლარი, 5 GB-3,99 ლარი, 15 GB-ი კი 4,99 ლარი ღირდა, ახალი პირობებით კი 15 GB-იანი პაკეტი საერთოდ უქმდება. მაქსიმალური ინტერნეტ -პაკეტი სამჯერ ნეკლები მოცულობის- 5000 MB იქნება და იგივე ეღირება, რაც 15 GB ღირდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებით, კორპორატიული ნომრების მქონე აბონენტებს, თვის ბოლოს დარჩენილი მეგაბაიტების მომდევნო თვეს გამოყენებას ვეღარ შეძლებენ და ისინი გაუქმდება.