2017 წლიდან საჯარო რეესტრი BitFury Group-თან თანამშრომლობის მეორე ეტაპს იწყებს, რაც უძრავი ქონების რეგისტრაციის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საცდელი პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებას და სმარტ კონტრაქტების დანერგვას ითვალისიწნებს.
"ეს არის მაღალი ტექნოლოგია, რომელიც ამცირებს ადამიანური რესურსის ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პროექტის მეორე ეტაპი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და გვექნება სურათი შევძლებთ თუ არა სმარტ კონტრაქტების სისტემის გამოყენებას სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობაში’’-აცხადებს პაპუნა უგრეხელიძე "ბიზნესკონტრაქტთან".
მისი თქმით, უძრავი ქონების რეგისტრაციის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საცდელი პროექტის ფარგლებში პილოტ რეგისტრაციები უკვე განხორციელდა. უძრავი ქონებისა და ბიზნესსუბიექტების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის გლობალური სისტემით იქნება დაცული. ტრადიცული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით იგი დაცულია როგორც კიბერ შეტევისგან , ისე ფიზიკური განადგურენისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათასობით კომპიუტერში ინახება.
"ყველა ის ინფორმაცია, რაც საჯარო რეესტრის სააგენტოში იქნება დაცული, შესაძლებელია კიდევ უფრო გავამყაროთ და დავიცვათ ბლოკჩეინის სისტემით. პირველი ეტაპი ამ ტექნოლოგიის არქიტექტურის ჩამოყალიბების და შექმნის დავასრულეთ. ეხლა ვიწყებთ მეორე ეტაპს, რომელიც გულისმობს სმარტ კონტრაქტებს", - განმარტავს უგრეხელიძე.