Home
Category
TV Live Menu

საკაბელო ოპერატორები მარეგულირებელ კომისიასთან აქციას გამართავენ

5a1fecc63e889
BM.GE
30.11.17 15:30
670
საკაბელო ოპერატორები კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან აქციას გამართავენ. საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის დირექტორი „საქმის კურსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საკაბელო ოპერატორების აქცია კომისიასთან ხვალ დილის 11 საათზე გაიმართება. მიზეზი 6 ტელეარხის მოთხოვნაა, რომლებიც რეტრანსლირების გადასახადს ითხოვენ. აღნიშნული არხებია - რუსთავი 2, მარაო, კომერდი არხი, ჯი-დი-ესი, იმედი, მაესტრო.

საკაბელო ტელევიზიების კავშირში ამბობენ, რომ ხვალ გახდება ცნობილი გაითიშება თუ არა აღნიშნული 6 ტელეარხის ტრანსლირება სხვადასხვა ქართულ საკაბელო არხებზე, რომლებმაც კომპანიებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.  როგორც ცნობილია 6 ტელეარხთან შეთანხმებას მიაღწია მაგთიმ, მცირე საკაბელო ოპერატორებმა კი ვერა.

საკაბელო ტელევიზიების კავშირის დირექტორი თეონა ბერუაშვილი ამბობს, რომ 6 ტელეარხის ტრანსლირება, სავარაუდოდ, შეწყდება myvideo.ge-ზეც. 

Subscribe to our news

Get the main news of the day