მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო კერძო დაცვის კომპანიების სარჩელს წარმოებაში თებერვალში გაირკვევა.
როგორც კომპანია United Security-ის დამფუძნებელი დავით მუმლაძე "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, ეს ინფორმაცია მათ საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
"ჩვენი მდგომარეობა კი თვითან თვემდე უარესდება",- აცხადებს მუმლაძე.
დაცვის კომპანიები იმ ნორმების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც დაცვის პოლიცია კერძო დაცვითი კომპანიების კონტროლს და ამავდროულად, კერძო დაცვით საქმიანობას ახორციელებს. კომპანიები ამბობენ, რომ დაცვის პოლიციის საქმიანობით მათ პრობლემები ექმნებათ და დაცვის პოლიცია ბაზარზე დომინანტურ ადგილზე იმყოფება.