Home
Category
TV Live Menu

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სარჩელი

588b7f01b9b14
BM.GE
27.01.17 21:08
1029
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით.

მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმა ადგენს არაგონივრულად მცირე ვადას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს მოპასუხისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რაც მისი აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

მოსარჩელე ითხოვდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში არ იყო წარმოდგენილი საკმარისი არგუმენტები, რომლებიც სასამართლოს დაარწმუნებდა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მოსარჩელის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის გარდაუვალობაში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

Subscribe to our news

Get the main news of the day