Home
Category
TV Live Menu

Sales MBA სტუდენტებს გაყიდვების კურსს უფასოდ უტარებს

58d8c6ffeeeff
BM.GE
27.03.17 12:01
1680
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტმა Sales MBA სტუდენტების მეორე ნაკადი მიიღო. გაყიდვების სფეროს 1,5 თვის განმავლობში 11 სტუდენტი შეისწავლის და პარალელურად დასაქმდება საქართველოს წამყვან კომპანიებში.

"ეს პროექტი თავის მხრივ უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, რადგანაც ამ პროექტში მონაწილე 25 წლამდე ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, რომ ისწავლონ გაყიდვების სხვადასხვა მიმართულებები და აგრეთვე პარალელურად დასაქმდნენ სხვადასხვა კომპანიებში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. რაც მთავარია სწავლა სრულად ფინანსდება საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის მიერ",- აცხადებენ კომპანიაში.

მათი ინფორმაციით, Sales MBA-ს პირველი კურსდამთავრებულები მუშაობენ ისეთ კომპანიებში, როგორიც არის: ლივინგსტონი, ორიენტლოგიკი, პალიტრამედია, ჯიარსი და სხვა. კურსს კი სრულად აფინანსებს "საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი".

მესამე ნაკადის მიღება ოქტომბრის თვიდან გამოცხადდება და პროექტში მონაწილე კანდიდატები, კონკურსის წესით შეირჩევიან.
აპლიკაციის მიღების პირობები:

• 25 წლამდე ახალგაზრდა.
• მიმდინარედ არ უნდა იყოს დასაქმებული არცერთ სექტორში.
• ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.
• სქესს, საცხოვრებელ ადგილს და სასწავლებელს არ აქვს მნიშვნელობა.
• რეზუმეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თანდართული ფოტოსურათი.

• უნდა იყოს სრულწლოვანი.
• უფროს კურსელებს მიენიჭებათ უპირატესობა.
• აპლიკაცია გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

შერჩევა/გასაუბრების ეტაპები

I ეტაპი - რეზუმეების გადარჩევა
II ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება
III ეტაპი - პირისპირ გასაუბრება
IV ეტაპი - ჯგუფური გასაუბრება
V ეტაპი - საბოლოო კანდიდატების შერჩევა და დაბარება

სწავლების პროცესი

სწავლებას ექნება პრაქტიკული ტრენინგის ფორმატი და გაიმართება კვირა დღეს, 6 კვირის განმავლობაში, 10:00-დან 17:00-მდე. თითოეული ტრენინგის შემდგომ, თითოეულ მონაწილეს შესასრულებელი ექნება კონკრეტული მისია გაყიდვებში, რის მიხედვითაც შეფასდება მისი ხარისხი. Sales MBA-ს პროექტში მოხვედრა არ ნიშნავს რომ აუცილებლად წარმატებით დაასრულებთ აღნიშნულ პროექტს. პროექტის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული დავალებული პრაქტიკული მისიების შესრულებაზე და აგრეთვე იმ კომპანიის შეფასებაზე, სადაც მიმდინარედ დასაქმდებით გაყიდვების მენეჯერის მიმართულებით.

კურსის მთავარი თემები:
• საცალო გაყიდვები
• კორპორატიული გაყიდვები
• სადისტრიბუციო გაყიდვები
• Business English for Sales

Subscribe to our news

Get the main news of the day