Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამ კვარტალში შოკოლადის იმპორტი 22,30%-ით გაიზარდა

BM.GE
26.11.21 13:23
295
2021 წლის სამ კვარდალში შოკოლადის და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების იმპორტის ჯამურმა ღირებულებამ 33 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის სამი კვარტლის მონაცემზე 22%-ით მეტია, 2020 წელს ამ რიცხვმა 27 მლნ დოლარი შეადგინა. 2021 წელს შოკოლადის და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების TOP 3 იმპორტიორი ქვეყანაა: რუსეთი 15 მლნ დოლარით, უკრაინა 6 მლნ დოლარით, ხოლო ბელგია 2 მლნ დოლარით.

საკვები პროდუქტების, შოკოლადის, ყავის, ბავშვთა კვებისა და მინერალური წყლების ერთ-ერთმა უმსხვილესმა გლობალურმა შვეიცარულმა მწარმოებელმა Nestle-მ საქართველოში მისი შვილობილი კომპანიის “ნესტლე საქართველოს” ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა. 2020 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა დაახლოებით 57 მილიონი ლარი შეადგინა. შემოსავლის ეს მოცულობა 2019 წელთან შედარებით 3 მილიონი ლარით მეტი იყო. შოკოლადების ხაზში Nestle ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა კიტ-კეტი და ნესკვიკი. იმპორტიორი მასტერ თრეიდის, რომელსაც ქვეყანაში ისეთი ბრენდები შემოაქვს, როგორიც სნიკერსი, მარსი, ბაუნტი და M&MS-ია, შემოსავალმა 2020 წელს 39 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება ქართულ კომპანიებს, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბრენდის ბარამბოს შემოსავლებმა 2020 წელს 44 მლნ ლარი შეადგინა.

ანგარიშგებების შემდეგ თუ კომპანიების სირთულეებზე ვისაუბრებთ. მაგალითად, მასტერ თრეიდში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში სექტორს გარკვეული პრობლემები აქვს, რაც საქართველოში ბიზნესის წამოწყებას ართულებს.


Subscribe to our news

Get the main news of the day