სამ თვეში შტატგარეშე შრომის ანაზღაურებაზე ბიუჯეტიდან 37 მილიონი დაიხარჯა
წლის პირველ სამ თვეში შტატგარეშე შრომის ანაზღაურებაზე ბიუჯეტიდან 37 მილიონი დაიხარჯა. აქედან, პარლამენტზე 1,2 მილიონი ლარი მოდიოდა, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე 154,093 ლარი.
ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე წლის 3 თვეში 31,908 ლარი დაიხარჯა.
მთავრობის ადმინისტრაციამ შტატგარეშე შრომის ანაზღაურებაზე 380,867
ლარი დახარჯა.
იუსტიციის სამინისტრომ შტატგარეშე შრომის ანაზრაურებაზე მილიონი ლარი დახარჯა, ეკონომიკის სამინისტრომ კი 695,042 ლარი.
თავდაცვის სამინისტროს ხარჯი შტატგარეშე შრომის ანაზღაურებაზე 2,7 ლარი იყო, ხოლო საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროსი 239,682 ლარი.
Budgetmonitor-ის მონაცემებით, საზოგადოებრი მაუწყებელმა წლის სამ თვეში შტატგარეშე შრომის ანაზღაურებაზე 6.3 მლნ ლარი დაიხარჯა, საქპატენტმა 105,065 ლარი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 893,173 ლარი.