სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ არ იცავენ. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემად არის მიჩნეული და მის დასაცავად მაღალი სტანდარტი მოქმედებს. თუმცა ხშირად კლინიკებში დიაგნოზის კონფიდენციალურობას არ იცავენ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იმ დარღვევებზე საუბრობს, რაც სამედიცინო დაწესებულელებში პაციენტის დოკუმეტაციის სხვა პირებისთვის უკანონოდ გადაცემას ეხება. ინსპექტოსი ინფორმაციით, გასულ წელს ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევებსაც, როცა პაციენტის ანალიზის პასუხები ყოფილმა მეუღლემ გაიტანა და სასამრთლოში მის წინააღმდეგ გამოიყენა.
„2017 წელს, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ინსპექტორის ინიციატივით ჩატარებული შემოწმებისას გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაწესებულება პაციენტების პერსონალური მონაცემების შემცველ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სხვა ორგანიზაციებს ზეპირსიტყვიერად, ტელეფონის მეშვეობით აწვდიდა. მონაცემთა გამჟღავნებისას დაწესებულება არ აღრიცხავდა, თუ რომელი მონაცემი გამჟღავნდა, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით. ასევე, გამოვლინდა, რომ პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაცია გადაეცემოდა მის ნათესავებს ისე, რომ არ იყო განსაზღვრული რაიმე სტანდარტი, რაც პირთა წრეს შეზღუდავდა", - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის ანგარიშში.