Home
Category
TV Live Menu

სამინისტრო: "ბადაგონი" წარმოებას შეუფერხებლად გააგრძელებს

5a9d447f1ca47
BM.GE
05.03.18 17:20
1002
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, "ბადაგონი" წარმოების პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ დღეს ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და თავისუფლება აქვს.

"ბიზნესის ინტერესი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია; ასევე, თითოეული საწარმო უნდა მუშაობდეს იმის მიუხედავად, თუ რა დავა შეიძლება იყოს აქტივის გარშემო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ კომპანია "ბადაგონის" შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფინანსურ დავასთან ორ კერძო სუბიექტს შორის, რაც სამეწარმეო საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ კომპანიის ყველა იმპორტიორი პარტნიორი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს კომერციულ ურთიერთობებს "ბადაგონთან" და ყველა დაწყებული პროექტი მიზნობრივ ბაზრებზე წარმატებით განხორციელდება", - განმარტავენ სამინისტროში.

Subscribe to our news

Get the main news of the day