Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამინისტრო სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირების კანონპროექტს ამზადებს - რა ხარისხის მასალებია ბაზარზე?

BM.GE
22.02.23 11:41
79
2023 წელს პარლამენტს სახარჯი მასალებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირების კანონპროექტი წარედგინება. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შესაბამისი კანონპროექტის ინიცირებაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ მონაწილე კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ ექიმების ნაწილი არსებული ტარიფების პირობებში უხარისხო სახარჯი მასალების შესახებ ალაპარაკდნენ. ექიმი-ტრავმატოლოგები ამბობენ, რომ DRG-ის ფარგლებში დადგენილი ტარიფები ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესაძლებლობას არ აძლევთ. 

„DRG-ის ფასების გათანაბრებამ გამოიწვია უხარისხო, საერთოდ რეგისტრში არმყოფი იმპლანტების ამოტივტივება. მე მაქვს უფლება ჩაგიყენოთ “ნაგავი” 80-120 ლარად და მორჩა!!! შესაბამისად, მე - ლევან ჩიკვატია, იძულებული ვარ შევწყვიტო (იმედია, დროებით) ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. სხვა სიტყვებით, რომ ავხსნა, 80-120 ლარად ვიხმარო ნაგავი“,- დაწერა რამდენიმე კვირის წინ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ჩიკვატიამ სოციალურ ქსელში. ანალოგიური განცხადება გააკეთეს სხვა ექიმებმაც, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებს აკეთებენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეისწავლა ბაზარი და დადგინდა, რომ ყველა მასალა, რაც ბაზარზეა არის ხარისხიანი და აღიარებული სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ. რამდენად კონტროლდება ქვეყანაში შემოსული სამედიცინო სახარჯი მასალები და ვინ არის პასუხისმგებელი მის ხარისხზე?

სტუმარი: ნინო გამყრელიძე - 4Hospitals-ის დამფუძნებელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day