Home
Category
TV Live Menu

სამინისტრო: სავალუტო ფონდი საქართველოსთან საგადასახადო თანამშრომლობას დადებითად აფასებს

58ab0913180c2
BM.GE
20.02.17 19:18
932
სავალუტო ფონდი საქართველოსთან საგადასახადო თანამშრომლობას დადებითად აფასებს. სსფ განსაკუთრებით კმაყოფილია საქართველოს ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობით. 2012 წლიდან დღემდე, სავალუტო ფონდის ფისკალური დეპარტამენტის მისიამ შემოსავლების სამსახურს ტექნიკური სამსახური არაერთი მიმართულებით გაუწია, მათ შორის:

დეკლარირების
ვალის მართვის და გადახდევინების
რისკის მართვის
დავების მოგვარების
საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერა აუდიტის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების
გადამხდელთა მომსახურების ნებაყოფლობითი კანონმორჩილების გადასახადების ადმინისტრირების კუთხით.

„2012 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდი უწევს ტექნიკურ დახმარებას შემოსავლების სამსახურს. ამ ეტაპზე უკვე გადაწყვეტილია, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში განხორციელდება მასშტაბური ტექნიკური დახმარების პროგრამა, რაც დაეხმარება უწყებას, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესამაში, ევროკავშირთან ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასა და შემოსავლების სამსახურის როგორც სტაბილური პარტნიორის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი თაბუაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day