ტანსაცმელის მწარმოებელი საწარმო „იმერი“ მზად არის დამატებით 50 ადამიანი დაასაქმოს, მაგრამ მსურველს ვერ პოულობს,- ამის შესახებ bm.ge-ს კომპანია „იმერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაია სვიმონიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საწარმოში 500–მდე ადამიანია დასაქმებული, საშუალო ხელფასი კი 400 ლარია.
„ჩვენ ამ ეტაპზე დამატებით გვჭირდება 50 ადამიანი, არ არის აუცილებელი იყოს კვალიფიციური მკერავი. მზად ვართ, ხელობა აქვე შევასწავლოთ, თუმცა, ინტერესი არ არის“ – აცხადებს მაია სვიმონიძე.
საწარმო , რომელიც ქუთაისში მდებარეობს, ძირითადად ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კერვაზეა ორიენტირებული და წარმოდგენილი პროდუქციის ( 90% –ს) ექსპორტს ახორციელებს გერმანიასა და იტალიაში. საწარმო თანამშრომლობს გერმანულ კომპანია „ლებეკთან“ და იტალიურ კომპანია „Egeria Limited“–თან. იტალიური კომპანიისთვის საწარმო ბუმბულით დათბილულ ქურთუკებს კერავს