Home
Category
TV Live Menu

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: რამდენიმე ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დამატებას განიხილავს

58bfaaa55c2e6
სალომე მეცხვარიშვილი
10.03.17 09:50
1027
რამდენიმე ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დამატებას განიხილავს-, ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია როგორც საქართველოში უკვე მოქმედ, ასევე ახალ ავიაკომპანიებზე, რომლებსაც გაჩეჩილაძე ამ ეტაპზე არ ასახელებს.

"Fly Dubai-ს ექნება ახალი მიმართულება წელს პირველად დუბაიდან ბათუმის მიმართულებით, ასევე, ველოდებით ახალ ავიაკომპანიებს ბათუმის მიმართულებით. რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება ამასთან დაკავშირებით. იქნება რამდენიმე ახალი და უკვე მოქმედი კომპანია",- აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე.

Subscribe to our news

Get the main news of the day