Home
Category
TV Live Menu

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,0 პროცენტით შემცირდა

5788fa203265d
BM.GE
15.07.16 18:56
1029
2016 წლის ივნისში 2016 წლის მაისთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,0 პროცენტით შემცირდა, ხოლო 2015 წლის ივნისთან შედარებით 6,0 პროცენტით. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 19,9 პროცენტით. საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინდექსის კლება დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასების 2,6 პროცენტით შემცირებამ განაპირობა. სექციის წვლილმა ინდექსის მთლიან მაჩვენებელში -2,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

სექციაში ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების (-4,8 პროცენტი), საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების (-1,5 პროცენტი), ქიმიური წარმოების (-7,5 პროცენტი) და ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოების (-25,6 პროცენტი) ქვესექციებზე.

ფასების 4,6-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექციაზე და მისმა წვლილმა ინდექსის მაჩვენებელში 0,17 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:

დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები შემცირდა 9,0 პროცენტით და სექციის წვლილმა. ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -7,58 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები შემცირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების (-18,3 პროცენტი), საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების (-6,0 პროცენტი) და ქიმიური წარმოების (-22,2 პროცენტი) ქვესექციებზე; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 17,6 პროცენტით და შესაბამისად, აღნიშნულმა სექციამ 2,18 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day