Home
Category
TV Live Menu

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

5948ccfa33c5e
BM.GE
20.06.17 11:20
720
მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ცვლილებამ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 9,4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინდექსი არ შეცვლილა. 2017 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 0,6 პროცენტით, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში აისახა 0,51 პროცენტული პუნქტით.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (1,9 პროცენტი) და ელექტრულ და ოპტიკურ მოწყობილობებზე (30,9 პროცენტი). ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები შემცირდა 3,0 პროცენტით, რამაც ინდექსის ცვლილებაში -0,42 პროცენტული პუნქტი შეიტანა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 9,1 პროცენტით და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 7,54 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (30,9 პროცენტი) და კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (8,5 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 7,8 პროცენტით, რამაც 1,09 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში; სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 22,2 პროცენტით, რაც 0,79 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day