Home
Category
TV Live Menu

სამსახური, სწავლა და საქმე - 27 წლის ფერმერი, რომელიც ეგზოტიკური ფრინველების მოშენებას აპირებს

577a26e2104f6
BM.GE
04.07.16 10:48
1112
რა შეიძლება აკავშირებდეს ერთმანეთს სპორტს, ხელოვნებასა და საჯარო მართვას? ალბათ რთულია წარმოიდგინოთ რომ ეს სოფლის მეურნეობაა - 27 წლის ხელოვნებათმცოდნე თამთა მამულაიძე სპორტის ოსტატია მხატვრულ ტანვარჯიშში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მართვას ეუფლება და ყოველდღიურად საკუთარი მეურნეობის განვითარება-გაფართოებაზე ზრუნავს.
 
ყველაფერი 5 წლის წინ დაიწყო....

"იმ დროს უკვე ვფიქრობდი ქვეყნის გაძლიერებაზე, ანუ საიდან შეიძლებოდა, რომ ქვეყნის სიძლიერე დაწყებულიყო, მაშინ თეორიულად ვფიქრობდი რომ ეს იყო სოფლის მეურნეობა და სოფლის გაძლიერებიდან იწყებოდა ქვეყნის სიძლიერე“ - საკუთარი ამბის მოყოლას ახალგაზრდა ფერმერი ასე იწყებს. პირველი აქტიური კონტაქტი სოფელთან დაოჯახებას მოჰყვა, 5 წლის წინ, როცა ნახა რომ ყვარელში მეუღლის ოჯახის საკუთრებაში არსებული ტეროტორია აუთვისებელი იყო. პირველმა ნაბიჯებმა და მცდელობამ სოფლის მეურნეობაში სამწუხაროდ არ გაამართლა, ახალგაზრდა ოჯახმა საკუთარი დანაზოგით წვრილფეხა პირუტყვის შეძენა გადაწყვიტა. პროექტი ვერ შედგა, თამთა აღნიშნულს გამოუცდელობას უკავშირებს.

სამაგიეროდ წარმატებულია საქმე, რომელიც ორი წლის წინ ისევ მეუღლესთან ერთად და ისევ პირადი სახსრებით წამოიწყეს. მეფრინველეობის 300 კვერცხიანი ინკუბატორი ყვარელში მოაწყევს, წიწილები 30 დღის განმავლობაში იჩეკება და გამოსავლიანობა 70-80%-ია. „არის ხოლმე იმედგაცრუებებიც, თითოეული დანაკარგი ძალიან მტკივნეულია. კვირაში ერთხელ თბილისიდან ადგილზე ჩასვლას ვახერხებთ, ზოგჯერ ინკუბატორს სკაიპის მეშვეობითაც ვაკვირდებით, გვეხმარება ოჯახის წევრიც, თუნდაც იმ კუთხით, რომ მეურნეობის შესახებ ყოველწამიერი ინფორმაცია გვქონდეს“ - ინკუბატორთან ახლოს ვარიების გასაზრდელად საჭირო ტერიტორიაც უკვე მოწყობილია. ახალგაზრდა ფერმერი კვერცხს ამ დრომდე ადგილობრივებისგან ყიდულობდა, თუმცა რადგან ზაფხულში წიწილების გამოჩეკვა არარეკომენდირებულია, 200-მდე ვარიას ახლა კრუხად იმისთვის ზრდიან, რომ მალე კვერცხიც თავისი ჰქონდეთ. წიწილებს თამთას ფერმაში საკუთარი სიმინდით კვებავენ, ყანაც თავად გააშენეს. „ვცდილობთ მაქსიმალურად რომ შევამციროთ ხარჯები“ - ხარჯების შემცირებაზე ფიქრს შემოსავლების ზრდაზე ფიქრიც მოსდევს. ფრინველის რეალიზაციის პრობლემა ახალგარდა ფერმერს არ აქვს, თუმცა მისი ახალი გეგმა ეგზოტიკური ფრინველის მოშენებაა. ამ საკითხზე მოლაპარაკება უკვე ჰქონდათ სამონადირეობა მეორნეობებთან, თამთა გეგმავს რომ მალე მათ გნოლი, კაკაბი და ხოხობი შეთავაზოს, ვოლიერების მოწყობას ამ ჯიშებისთვისაც იქვე ყვარელში აპირებს. „სამსახური, სწავლა და ეს საქმე ამ ეტაპზე კომბინირებულად რაღაცას ქმნით, პროდუქტს ვდებთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს ისეთი ადამიანების მხარდაჭერის, როგორიც მაგალითად საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძეა, მისი მხარდამჭერა ჩემთვის დიდი სტიმულია. მგონია რომ ჩვენ ის თაობა ვართ კვალს რომ დავამჩნევთ ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს“ - თამთა მამულაიძე საკუთარ კვალს სოფლის მეურნეობის გარდა ახლა განათლების სამინისტროშიც ტოვებს, ის ამ უწყების ერთ-ერთ სააგენტოში მუშაობს. თუმცა მანამდე იყო გამოციდილების მიღება ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურში, სადაც 2010 წელს კონკურსის წესით მოხვდა. ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, რომ იმ პერიოდში მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო საგადასახადო და ფინანსების, იურისპუდენციისა და აუდიტის სფეროებში.

პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ზოგჯერ ლექსებსაც წერს და ხატავს კიდეც. თამთამ საკუთარი სიტყვა სპორტშიც თქვა, 11 წლის განმავლობაში მხატვრულ ტანვარჯიში არაერთ წარმატებას მიაღწია. იყო საქართველოს ჩემპიონი ჯუნიორებში და საქართველოს ნაკრების წევრი. სპორტის მიტოვება ტრამვის გამო მოუხდა, ამის შემდეგ უფრო მეტად განათლებაზე გადაერთო.

27 წლისამ უკვე მოასწორო სატელევიზიო გამოცდილების მიღებაც. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S-ში გატარებულ 5 თვეს დღეს განსაკუთრებული ემოციებით იხსნებს. ამბობს, რომ პროფესიონალებთან ერთად მუშაობამ ბევრი რამ ასწავლა, მათ შორის ადამიანებთან კომუნიკაციის კუთხით. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობის პერიოდში, GAU-ს პიარსკოლაშიც ვმუშაობდი, იქ ჩემით P.S-ის პროდიუსერი ეკა სარია დაინტერესდა. ბავშვობის ოცნება იყო ჟურნალისტობა. 90-იან წლებში როცა უშუქობა იყო, მე ვართობი ოჯახის წევრებს ჩემს მიერ მოგონილი ამბებით“, - იხსნებს თამთა. ბევრ სხვადასხვა სფეროში გამოცდილების მქონეს მიაჩნია, რომ აუცილებელია სოფელი იყოს ძლიერი.

„ჩვენი ქვეყანა იმდენად ძლიერია ამ კუთხით, იმდენად დიდი შესაძლელობები აქვს მიწას, რომ უნდა შევძლოთ და შევამციროთ იმპორტირებული საქონელი. ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფელი, ძლიერი ქვეყანა, ეს ისეთი ჯაჭვია, რომ მგონია ამის გარეშე ნამდვილად არაფერი გამოვა“, - ამ ჯაჭვის ერთი რგოლი დღეს საკუთარ მეუღლესთან ერთად ნამდვილად არის თამთა მამულაიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day