სამშენებლო კოდექსი - პარლამენტარებს კონპროექტზე შენიშვნები აქვთ
BM.GE
19.03.18 16:40
• 1044
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სამშენებლო კოდექსის პროექტი განიხილა. როგორც იცით, ეს ის დოკუმენტია, რომელიც პარლამენტს მთავრობამ ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში წარუდგინა, თუმცა კერძო სექტორსა და ხელისუფლებას შორის გარკვეულ საკითხებზე კონსულტაციებს თითქმის ორი წელი დასჭირდა. რას მივიღებთ საბოლოოდ, ეს პარლამენტზეც არის დამოკიდებული, სადაც დაინტერესებული მხარეები შენიშვნებს გამოთქვამენ.