Home
Category
TV Live Menu

სამშენებლო კოდექსის მიღების შემდეგ კ2 კოეფიციენტზე შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება

59678bdd4081a
დავით ჯალაღონია
13.07.17 19:02
732
სამშენებლო კოდექსის მიღების შემდეგ კ2 კოეფიციენტზე შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, კოდექსის უკვე ცნობილ ვერსიაში არსებული შეიცვლება.

"ამ თემაზე ჩვენ მუშაობა გავაგრძელეთ და ეს მუხლი დაკორექტირებულია. კ2 კოეფიციენტის გაყიდვა აღარ მოხდება. პროექტის მიხედვით ასე იქნება, თუმცა იმისათვის, რომ მთლიანად ხისტი მიდგომა არ იყოს, შესაძლებელია შესაბამისი ღონისძიებების გატარება, თუ შესაბამისმა ქალაქგეგმარებითმა დოკუმენტებმა მოითხოვა ამის საჭიროება. ამის განხილვა კომიტეტში ჯერ არ ყოფილა და ბუნებრივია, ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც წაადგება ქალაქს, ქალაქის იერსახის შენარჩუნებას და იმას, რომ ქალაქის მაცხოვრებლებს ჰქონდეთ ნორმალური საცხოვრისი", - განაცხადა ქავთარაძემ.

შეგახსენებთ, რომ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მომატებაზე შეზღუდვა ამ ეტაპზე თბილისში მოქმედებს. შეზღუდვის ინიციატორი დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფია.

Subscribe to our news

Get the main news of the day