საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებში წელიწადში 5 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება. აქედან ყველაზე მეტი თანხა – 3 მილიარდ ლარამდე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე მოდის. ზოგადად საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებში კომპანიებს შორის მაღალი კონკურენცია არ არის. 2020 წელს ერთ შესყიდვაზე საშუალოდ 2.27 კონკურენტი მოდიოდა.