Home
Category
TV Live Menu

სამშენებლო სექტორი ტენდერებში მონაწილეობისას გამოცდილების გაერთიანების ინიციატივით გამოდის

5938ed4f4d7e6
ნინო კვინტრაძე
08.06.17 10:20
723
სამშენებლო სექტორი სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას გამოცდილების გაერთიანების ინიციატივით გამოდის, - ინფრასტრუქტურის მშენებლეთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ტენდერებში ქართული კომპანეიბის მონაწილეობა ხშირი არაა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მაღალი მოთხოვნებია, რომლის დაკმაყოფილებასაც ქართული კომპანიები ვერ ახერხებენ.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ანა საბახტარიშვილი „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ქართული კანონმდებლობა ერთობლივი საწარმოს ინსტიტუტის ცნებას ითვალისწინებს, თუმცა არ იძლევა გამოცდილების გაერთიანების საშუალებას, რაც სამშენებლო დარგისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

ამასთან, ანა საბახტარიშვილი ამბობს, რომ ქართული კომპანიებისთვის პრობლემატური საკითხია ტენდერებში დემპინგური ფასები. მისი თქმით, დემპინგური ფასები არამხოლოდ ქართული კომპანიების შემთხვევაში დგას, არამედ უცხოური კომპანიების შემთხვევაშიც.

„დემპინგურ ფასებით ტენდერებში მონაწილეობენ როგორც ქართული კომპანიები, ისე უმეტესად უცხოური კომაპნიები, რაც ზარალს აყენებს შემსყიდველსაც, რადგან მსგავსად მოგებული ტენდერი ხარისხიანად არ სრულდება“, - ამბობს საბახტარიშვილი.

ინფრასტრუქტურის მშენებლეთა ასოციაცია ტენდერებთან დაკავშირებით საკუთარ რეკომენდაციებს უახლოეს პერიოდში წარადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day