კომპანია Samsung ელექტრო ავტომობილების ნაწილების მწარმოებელი კომპანიის Harman International Industries-ის შეძენას გეგმავს. გარიგების ღირებულება დაახლოებით მილიარდი დოლარი იქნება და შედეგად სამხრეთ კორეული კომპანია ელექტრტოავტომობილების ბაზარზე შესვლის კუთხით ისეთი კომპანიების გვერდით აღმოჩნდება, როგორიც Google და Apple-ია. კომპანია განმარტავს რომ ელექტროავტომობილების სეგმენტი მისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია და 2025 წლისთვის აღნიშნული ბაზრის ღირებულება 100 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
Samsung-ი Harman-ის თითო აქციაში 112 დოლარის გადახდას გეგმავს. გარიგების დასრულება 2017 წელს იგეგმება.