Home
Category
TV Live Menu

Samsung-ის აქციების ფასი ორთვიან მინიმუმამდე დაეცა

57d67070ad4ff
BM.GE
12.09.16 13:04
1346
სამხრეთ-კორეული კომპანიის Samsung აქციების ფასი ორთვიან მინიმუმზე დაეცა. კომპანიის აქციების ღირებულება დღეს 6%-ზე მეტით შემცირდა. აქციების ფასის შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც Samsung-მა საკუთარ მომხმარებლებს მოუწოდა, არ გამოიყენონ Samsung Note 7, რადგან ახალი სმარტფონების ელემენტს გარკვეული დეფექტი აქვს, რამაც დამუხტვისას შესაძლოა მოწყობილობის აფეთქება და ხანძარი გამოიწვიოს. გასულ კვირას კომპანიამ 2,5 მილიონი ტელეფონი ამოიღო გაყიდვიდან. თვითმფრინავის ბორტზე Samsung Note 7-ის გამოყენება რამდენიმე ავიაკომპანიამ უკვე აკრძალა.

Subscribe to our news

Get the main news of the day