პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია HP სამხრეთ კორეული კომპანიის Samsung პრინტერების ბიზნესს 1,05 მილიარდ დოლარად ყიდულობს. შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ Samsung 100 მილიონი დოლარიდან 300 მილიონი დოლარის ფარგლებში HP-ის აქციებს შეიძენს.
Samsung-თან გაფორმებული შეთანხმების შედეგად, HP-ის გზა ეხსნება ქსეროქსების ბაზარზე. HP-ის საკუთარი პორტფოლიოს გაფართოვება სურს, ამიტომ Samsung-თან ხელშეკრულების გაფორმება კომპანიის გეგმის ნაწილია. როგორც Bloomberg წერს HP-ის სურს მოძებნოს ახალი გზები იმისთვის, რომ ტაბლეტების და სმარტფონების განვითარების პარალელურად ტრადიციულ ბეჭდვაზე მოთხოვნა არ შემცირდეს.
"ბლუმბერგის“ ცნობით, ორ კომპანიას შორის შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.