Home
Category
TV Live Menu

Samsung-ის ქართულმა წარმომადგენლობამ სასამართლოში ჩივილი გადაფიქრა და გადაწყვიტა, მაღაზიებზე სახელწოდება ქართულად განათავსოს

58c114bf99ff6
სალომე მეცხვარიშვილი
12.03.17 11:30
1007
Samsung-ის ადგილობრივმა წარმომადგენლობამ სასამართლოში ჩივილი გადაფიქრა და გადაწყვიტა, მაღაზიებსა და სარეკლამო ბანერებზე კომპანიის სახელწოდება ქართულად განათავსოს.

როგორც Samsung-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის იურისტმა გაგა ფიცხალაიშვილმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, უკვე არსებულ კანონს დაემორჩილოს და მისი შეცვლა აღარ მოითხოვოს.

„გადავწყვიტეთ, განვაახლოთ ბანერები, გადავთარგმნოთ კომპანიის სახელწოდება და შევცვალოთ. ხარჯების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს“,- აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ლოგოს გამოცვლა 2 ობიექტზე ხდება.

დაახლოებით ერთი თვის წინ სამხრეთ კორეული კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობა იმ კანონმდებლობის შეცვლას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც ბიზნესს აბრებზე სასაქონლო ნიშნის ქართულ ენაზე დაწერის ვალდებულება ჰქონდა. კომპანიაში აცხადებნენ, რომ გარდა იმისა, რომ ეს დამატებითი ხარჯი იქნებოდა კომპანიისთვის, პრობლემებს შექმნიდა მარკეტინგული კამპანიის მიმართულებითაც.

Subscribe to our news

Get the main news of the day